სასამართლო პროცესების სერია - აქტივისტების საქმეები თავდაყირა დგება
პოლიციელმა ირაკლი გველესიანმა, რომლის ჩვენებაც საქმეში შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს, სასამართლო პროცესზე ვერ გაიხსენა რა ნივთიერება აღმოუჩინეს დაკავებულს. გველესიანი 26 წლის აქტივისტის საქმეში 3 პოლიციელთან ერთად გამოძიების ოქროს მოწმეა. პოლიციელი, რომელიც ამტკიცებს, რომ დავით ხომერიკი საპროტესტო აქციაზე აფეთქებას გეგმავდა, ამბობს, რომ ხომერიკის დაკავებას არ შესწრებია, თუმცა გამოკითხვის ოქმი წაიკითხა და იქ ასე ეწერა.
26 წლის ხომერიკი პოლიციამ 2024 წლის 2 დეკემბერს დააკავა. პროკურატურა ბრალდებულს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ფლობას ედავება, მას ბრალი აფეთქების მომზადების მუხლი აქვს წარდგენილი. დავით ხომერიკი დუმილის უფლებას იყენებს. ვიდრე პროკურატურა ექსპერტიზის პასუხს ელოდება სასამართლოში მოწმე პოლიციელებს კითხავს, რომლებსაც საქმე უბრალოდ წაკითხული აქვთ.
მნიშვნელობა არ აქვს რა სახით მიიტანს შსს სასამართლოში მტკიცებულებას, თუნდაც იყოს ცარიელი ფურცელი ან ფოტოზე სხვა პირი იყოს გამოსახული. შინაგან პროევროპულ აქციებზე დგომას რეჟიმის მსახურები არავის პატიობენ. ასე მოხდა ნიკა ნარსიას შემთხვევაში. აქტივისტს გზის გადაკეტვას ედავებიან. სანქცირებული მოსამართლე ნინო ენუქიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ მტკიცებულებას დაეყრდნო, გაცრეცილ ფურცელს, რომლითაც შსს ამტკიცებდა, რომ იქ გამოსახული უცნობი პირი ნიკა ნარსია იყო.
გამამართლებელი პრეცედენტი ვერ დაუშვა მოსამართლე კობა ჩაგუნავამ - პაროდისტს ქართლოს ნატროშვილს რუსთაველზე აქციაზე დგომის გამო 500 ლარიან ჯარიმით დააჯილდოვა.