ივანიშვილის მოჩვენებითი სიმამაცის უკან, ცალსახაა, რომ პანიკური შიში იმალება - აბესაძე

28.02.25 11:39
ივანიშვილის მოჩვენებითი სიმამაცის უკან, ცალსახაა, რომ პანიკური შიში იმალება - აბესაძე

მოსალოდნელი ბრიტანული სანქციების ფონზე, ფინანსისტი ირაკლი აბესაძე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი, რეალურად, პანიკური შიშით არის შეპყრობილი.

მაშინ, როდესაც ლონდონის სასამართლო კომიტეტი მსჯელობს, გადაეცეს თუ არა ბერმუდაში მოგებული პროცესის შედეგად ივანიშვილს 607 მილიონი დოლარი, ირაკლი აბესაძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ოლიგარქმა შეცვლილი კურსის გამო ეს შესაძლებლობაც დაკარგოს. 

"მისივე ციტირებით, როდესაც ის ფიქრობს თავის ფულზე, ის ვერ ფიქრობს ქვეყანაზე და ვერ ახერხებს, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღოს" - აცხადებს ფინანსისტი. 

ივანიშვილის მოჩვენებითი სიმამაცის უკან ცალსახაა, რომ პანიკური შიში იმალება საერთაშორისო სანქციების მიმართ. კონკრეტულ შემთხვევაში, დიდ ბრიტანეთში ერთ სასამართლო დავასთან მიმართებით მან შეიძლება დაკარგოს 607 მილიონი დოლარი. რა პრობლემას უქმნის ეს ქვეყანას? მისივე ციტირებით, როდესაც ის ფიქრობს თავის ფულზე, ის ვერ ფიქრობს ქვეყანაზე და ვერ ახერხებს, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღოს. დასანქცირების შემთხვევაში, ერთ-ერთი პირველი აქტივი, რომელიც შეიძლება გაეყინოს, ეს არის 607 მილიონი დოლარი, რომელსაც ან მიაკუთვნებს ლონდონის სასამართლო, ან არა". - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

ბრიტანელმა დეპუტატებმა ბრიტანეთის თემთა პალატაში მთავრობას ქართველი ოლიგარქის დაუყოვნებლივ დასანქცირებისკენ მოუწოდეს.

ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საკითხი პოლიტიკოსებმა იმ დროს დააყენეს, როცა საქართველოს შესახებ თემთა პალატაში მწვავე დებატები იმართებოდა. კირ სტარმერის მთავრობის გავლენიან მინისტრს პირდაპირ უთხრეს, რომ ბრიტანეთმა ამერიკის მსგავსი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

ასევე ნახეთ: