ბრიტანული სანქციები ივანიშვილის ფინანსურ მდგომარეობაზე პირდაპირ გავლენას იქონიებს - ბუაძე

28.02.25 11:42
ბრიტანული სანქციები ივანიშვილის ფინანსურ მდგომარეობაზე პირდაპირ გავლენას იქონიებს - ბუაძე

"ბრიტანული სანქციები ივანიშვილის ფინანსურ მდგომარეობაზე პირდაპირ გავლენას იქონიებს" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც გაერთიანებული სამეფო ოლიგარქს შავ სიაში შეიყვანს, ივანიშვილი ბრიტანეთის იურისდიქციაში მყოფი კუნძულებიდან საკუთარი აქციების და ქონების გადმოზიდვას ვეღარ მოახერხებს. 

როგორი სამარცხვინო ფორმითაც არ უნდა ცდილობდეს ივანიშვილი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამოყენებას პირადი გამორჩენისათვის, რეალობა ერთია, იმ იურისდიქციებში, საიდანაც ფულის წამოღებას ცდილობს, გაერთიანებული სამეფოს იურისდიქცია ვრცელდება, შესაბამისად გაერთიანებული სამეფოს სანქციები პირდაპირ გავლენას იქონიებს მის ფინანსურ მდგომარეობაზე და კეთილდღეობაზე. ეს მან ძალიან კარგად იცის, შესაბამისად კარგად იცის, როგორი იქნება დიდი ბრიტანეთის მიერ გადადგმული სანქციების და შემზღუდავი ნაბიჯების ფასი". - განაცხადა საბა ბუაძემ. 

ბრიტანელმა დეპუტატებმა ბრიტანეთის თემთა პალატაში მთავრობას ქართველი ოლიგარქის დაუყოვნებლივ დასანქცირებისკენ მოუწოდეს.

ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საკითხი პოლიტიკოსებმა იმ დროს დააყენეს, როცა საქართველოს შესახებ თემთა პალატაში მწვავე დებატები იმართებოდა. კირ სტარმერის მთავრობის გავლენიან მინისტრს პირდაპირ უთხრეს, რომ ბრიტანეთმა ამერიკის მსგავსი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

ასევე ნახეთ: