დონაძე: "ნებისმიერი სანქცია ივანიშვილზე ცუდად აისახება - თუ ფული შემოაკლდება, ჩვენი ბიუჯეტიდან დაიწყებს შოვნას"
როგორ გავლენას მოახდენს ბრიტანული სანქციები ბიძინა ივანიშვილზე? - კორუფციის მკვლევარი ბესო დონაძე მიიჩნევს, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ ოლიგარქის შავ სიაში შეყვანა მის ფინანსურ მდგომარეობაზე ცუდად აისახება.
ბესო დონაძის შეფასებით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ყველა გზას გამონახავს იმისთვის, რომ დასანქცირების შემდეგ დაკარგული ქონება ქართველი ხალხის ბიუჯეტიდან აინაზღაუროს.
ნებისმიერი სანქცია ბიძინა ივანიშვილზე ფინანსურად ძალიან ცუდად აისახება. ივანიშვილს თუ მისი ფული შემოაკლდა, ეს ადამიანი ჩვენი ბიუჯეტიდან დაიწყებს ფულის შოვნას. პირველი, რაც არის გასაკეთებელი, ბიძინა ივანიშვილი არის ხელისუფლებიდან წასაშლელი. სხვა შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში დარჩა, იპოვის საშუალებას, რომ დაკონფესირება გააკეთოს თავისი დაკარგული ფულის". - განაცხადა ბესო დონაძემ.
ბრიტანელმა დეპუტატებმა ბრიტანეთის თემთა პალატაში მთავრობას ქართველი ოლიგარქის დაუყოვნებლივ დასანქცირებისკენ მოუწოდეს.
ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საკითხი პოლიტიკოსებმა იმ დროს დააყენეს, როცა საქართველოს შესახებ თემთა პალატაში მწვავე დებატები იმართებოდა. კირ სტარმერის მთავრობის გავლენიან მინისტრს პირდაპირ უთხრეს, რომ ბრიტანეთმა ამერიკის მსგავსი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
ასევე ნახეთ: