დემოკრატიული სტანდარტებიდან გადახვევის დემონსტრაციული მაგალითი - მესამე სექტორი "ოცნების" კანონპროექტზე

28.02.25 15:39
დემოკრატიული სტანდარტებიდან გადახვევის დემონსტრაციული მაგალითი - მესამე სექტორი "ოცნების" კანონპროექტზე

დემოკრატიიული სტანდარტებიდან გადახვევის კიდევ ერთი დემონსტრაციული მაგალითი -  ასე აფასებენ მესამე სექტორში "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ კიდევ ერთ რეპრესიულ კანონს. საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც საჯარო გადაწყვეტილებებში მესამე სექტორის ჩართულობას კრძალავს. 

გავლენიან ორგანიზაციებში ამბობენ, რომ "ოცნება" ქვეყანაში ერთკაციან და ერთ კაცზე მორგებულ კანონებს ამკვიდრებს.

ჩვენ, ბოლო ორი წლის განმავლობაში და კიდევ უფრო ადრე დაიწყო ეს, ყოველდღიურად ხედავთ არასამთავრობო როგანიზაციების მიმართ როგორი მტრულია „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება. რა ფორმატებიც მანამდე არსებობდა, სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო, რომ შენარჩუნებულიყო, მაშინაც ამას ჰქონდა ხოლმე მხოლოდ ფორმალური ხასიათი. ახლა საერთოდ იმ რეგულაციებით, როლის შემოტანასაც გეგავენ, ეს შესაძლებლობები ფორმალურად ისპობა. ეს ნიშნავს „ქართული ოცნების“ გაცხადებულ პოლიტიკას, რომ ყველანაირი ფორით შეზღუდოს დამოუკიდებელი ხმა, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, - ამბობს საიას ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე.
 

"სამართლიანი არჩევნების" დირექტორი ნინო დოლიძე ამბობს, რომ "ოცნებას" ფორმალურადაც კი აღარ სურს მესამე სექტორთან თანამრშომლობა. მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება ანტიდემოკრატიულ ქმედებებს უკვე ღიად დემონსტრირებს.

როდესაც „ქართული ოცნება“ ისედაც ერთპარტიულად იღებს გადაწყვეტილებებს, კიდევ უფრო გამოირიცხება ადამიანების ინტერესები და აზრი კანონების შემოქმედების პროცესში. ეს კიდევ ერთხელ ჩვენებაა იმის, რომ ისინი დემოკრატიული უკუსვლისკენ არიან და მათ არ სჭირდებათ არანაირი დემოკრატიული, ფასადური ქედებებიც კი და ნაბიჯები. ისინი პირდაპირ აჩვენებენ, რომ არ აპირებენ სხვადასხვა ჯგუფების ჩართვას, მათთვის ეს არ არის მნიშნელოვანი და საინტერესო და ეს არის ალბათ ამის დემონსტრირება კიდევ ერთხელ, - ამბობს ნინო დოლიძე.