რუსული დაზვერვა "ოცნების" სამსახურში - ოლიგარქის გუნდში პირველ კომენტარს აკეთებენ
რუსული დაზვერვა "ოცნების" სამსახურში - მას შემდეგ, რაც პუტინის დაზვერვა ირწმუნება, რომ ევროკავშირი გეგმავს, საქართველოში საპროტესტო აქციის მონაწილეებს დღეში 120 ევრო გამოუყოს, "ქართული ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია გადასული.
გია ვოლსკი ამჯერადაც რუსეთის საგარეო დაზვერვის ნარატივს ავითარებს და ისიც ირწმუნება, რომ თავისუფლებისთვისა და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი მოქალაქეები, რომლებიც ქუჩაში 93-ე დღეა დგანან, დაფინანსებულები არიან.
რუსეთში რა განცხადებებს აკეთებენ ერთია. რა განცხადებებსაც არ უნდა აკეთებდნენ, ვკითხულობთ თუ არ ვკითხულობთ, ფაქტი სხვა არის, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება. ამ ფაქტებს ხან დაემთხვევა განცხადებები, რომელიც გარკვეული მიზნისთვის კეთდება, ხან არ დაემთხვევა. ჩვენ ფაქტს ვხედავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დაფინანსებულები არიან. მათი მხრიდან კიდევ ჯგუფები ფინანსდება, რომლებიც გამოდიან და პიროტექნიკას ესვრიან პოლიციას". - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მიუხედავად ივანიშვილის რეჟიმის მსახურებისა და ოკუპანტი რუსეთის იდენტური მესიჯბოქსისა, მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ რუსულ მედიას არ ეცნობიან და არ აქვთ ინფორმაცია რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ გავრცელებული განცხადებების შესახებ.
მე არ ვიცი, როდის ემთხვევა და როდის არა. არ ვაკვირდები არც რუსულ მედიას და არც რუსეთის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, მაგრამ ბოლო წლებს რომ გადავხედოთ, სამწუხაროდ, ისეთი ტიპის განცხადებები არის, რომლებიც ძაბავს სიტუაციას და პირდაპირ ოპოზიციის წისქვილზე ასხმას წყალს". - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
რუსეთის საგარეო დაზვერვის მორიგი პროპაგანდისტული განცხადება - პუტინის დაზვერვა ირწმუნება, რომ ევროკავშირი გეგმავს, საქართველოს საპროტესტო აქციის მონაწილეებს დღეში 120 ევრო გამოუყოს და ქუჩის პროტესტი განავითაროს.