ნებისმიერ ახალ ხელისუფლებას ნულოვან მდგომარეობაში დახვდება EU-ში გაწევრიანების პროცესი - ხიდაშელი
ივანიშვილის რეჟიმის მიერ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების ფონზე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ თუ "ქართული ოცნება" ძალაუფლებას დროულად არ დაკარგავს, ნებისმიერ ახალ ხელისუფლებას ნულოვან მდგომარეობაში დახვდება EU-ში გაწევრიანების პროცესი.
თინა ხიდაშელის შეფასებით, "ქართული ოცნება" ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრს ვალდებულებებს არ ასრულებს და რეპრესიული კანონების შემოღებით, ქვეყანას რეგრესის გზაზე აყენებს.
ნებისმიერი ახალი ხელისუფლება, რომელიც მოვა, თუ ამათ ასე გააგრძელეს და დრო ეყოთ, ნულოვან მდგომარეობაში დახვდებათ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევს. იმის მიუხედავად, რას ამბობს პუტინი, დაზვერვა და ა.შ., მთავარია რას ამბობენ რუსთაველის 8-ში, ან ინგოროყვაზე დაბუდებული ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის ხელისუფლებას ეძახიან საკუთარ თავს. რას ამბობენ, როგორ იქცევიან, რა გადაწყვეტილებებს იღებენ და როგორ უთხრიან ძირს ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს.
ვიღაცას ხელში უჭირავს სია ყველა რეფორმის, რომელიც 2012-2013 წლებში განხორციელდა, სანამ ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოვაწერდით იმისათვის, რომ პროცესი დაჩქარებულიყო და თავისუფალი ვაჭრობის, ასოცირების ხელშეკრულება შემდგარიყო, რასაც უვიზო მიმოსვლა მოყვა შემდეგ, ხელში უჭირავს ცვლილებების მთელი ეს სერიალი და უკან აბრუნებს კანონმდებლობას როგორც ეს იყო მანამდე". - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
რუსეთის საგარეო დაზვერვის მორიგი პროპაგანდისტული განცხადება - პუტინის დაზვერვა ირწმუნება, რომ ევროკავშირი გეგმავს, საქართველოს საპროტესტო აქციის მონაწილეებს დღეში 120 ევრო გამოუყოს და ქუჩის პროტესტი განავითაროს.