კახა საბანაძის შესაძლო მიყურადება და თვალთვალი - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

23.03.21 11:12
კახა საბანაძის შესაძლო მიყურადება და თვალთვალი - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

გენერალურმა  პროკურატურამ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის კახაბერ საბანაძის მონაწილეობით გავრცელებული ფარული ჩანაწერების გამო გამოძიება დაიწყო. გამოძიება  158-ე და 333-ე მუხლებით,  ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიმდინარეობს.

კახაბერ საბანაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის შესახებ არაერთი სიუჟეტი მომზადდა. ტვ პირველის ეთერში სკანდალური აუდიოჩანაწერები გავიდა, სადაც ის 20 ივნისის ღამეს ბრძანებებს არა რაციით, არამედ ხმოვანი შეტყობინებებით  გასცემდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ივანე გულაშვილმა ერთ-ერთ ტელეეთერში თქვა, რომ  უკანონო დავალებებს ის კახაბერ საბანაძისგან იღებდა.