ბეჟან კალანდაძის ასახვევში ტრაქტორის დაგორების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, ბეჟან კალანდაძის ასახვევში ტრაქტორის დაგორების შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა. დაზიანდა 3 ავტომობილიც.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, რომ ერთ-ერთი დაშავებული ქალია, რომლსაც ფეხი მოწყდა. ის სასწრაფო დახმარების მანაქანამ კლინიკაში გადაიყვანა.
- ჩემი ქალაქი მკლავს: თბილისში, ბეჟან კალანდაძის ასახვევთან, ტრაქტორი დაგორდა და 3 ავტომობილს დაეჯახა
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.