რაიმე სახის მხარდაჭერაზე საუბარი ნაადრევია - "ოცნება" გახარიას პოლიტიკურ გეგმებზე
საპარლამენტო უმრავლესობაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურ განაცხადს ეხმაურებიან. „ქართული ოცნების“ დეპუტატი ანა ბუჩუკური ადასტურებს, რომ ის გიორგი გახარიას ახლო მეგობარია, თუმცა იქნება თუ არა ის ყოფილ პრემიერთან პოლიტიკურ მოძრაობაში, ამაზე დეპუტატი არ პასუხობს და ამბობს, რომ სამოქმედო გეგმა თავად გახარიამ უნდა გაახმოვანოს.
თავადაც თქვა, რომ პოლიტიკიდან არ მიდის. რაც შეეხება, მის მომავალ გეგმებს, ამაზეც თვითონ თქვა, რომ უახლოეს მომავალში უფრო დეტალურად თავად ისაუბრებს. ვადასტურებ ის არის ჩემი მეგობარი, დღეს მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, - ამბობს ბუჩუკური
ეყოლება თუ არა უმრავლესობაში მხარდაჭერები გიორგი გახარიას, ამაზე პასუხის გაცემა დავით სერგეენკოსაც უჭირს.
უდავოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, იქამდე შს და იქამდე ეკონომიკის მინისტრი და რა თქმა უნდა, მისი განცხადება მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. როგორც თქვა, ალბათ მეტ განმარტებებს გააკეთებს და რაღაც ხედვას ჩამოაყალიბებს. რაიმე სახის მხარდაჭერაზე ახლა ნაადრევია საუბარი და არა მგონია, რომ „ქართულ ოცნებაში“ გამოჩდნენე სხვა პოლიტიკური ძალის, რა პოლიტიკური ძალაცს არ უნდა იყოს ეს, მხარდამჭერები, მიუხედევად იმისა, რომ ადრე ამის პრეცენდენტები გვქონია, - ამბობს სერგეენკო.
ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ, გუშინ დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ პოლიტიკიდან და ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს. ექპერმიემა პოლიტიკაში დაბრუნება ჯერ ტელეკამერებთან დაანონსა, შემდეგ კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგზე მუშაობს.