აქტივისტ ქალებზე მოძალადე კაცს ბრალი წაუყენეს - იყო თუ არა თავდასხმა დაგეგმილი?
ბარბარე როკიტა სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი გუშინ, გვიან ღამით, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან გახდა. პროევროპული აქციის მონაწილეს ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა. ,,კრაბ კოფის'' მეპატრონე შველას ითხოვდა, თუმცა დახმარების ნაცვლად მოძალადე მამაკაცს ახლოს მყოფებმა გაქცევის საშუალება მისცეს. ბარბარეს ცხვირის მოტეხილობა აქვს მას სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროა.
"კრაფ კოფის" დამფუძნებელი გოგონები 28 ნოემბრიდან დღემდე აქციის მონაწილეებს უსასყიდლოდ უზიარებდნენ ყავას და ჩაის. ამით დაამახსოვრეს თავი მომიტინგეებს, ახალგაზრდებმა. თავად დარწმუნებულები არიან, რომ თავდასხმის მოტივი, სწორედ პროევროპულ აქციებში მათი აქტიური ჩართულობა იყო. ბარბარესთან ერთად ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდა კომპანიის კიდევ ერთი მფლობელი ქრისტინე პირველი.თავდამსხმელმა ქრისტინეს ყბის ძვალი მოტეხა და მუცელში წიხლი ჩაარტყა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, მოძალადე დაკავებულია, გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს იკითხებიან მოწმეები არ არის გამორიცხული რომ საგამოძიებო უწყება თანამზრახველების კვალზეც გავიდეს.