რუსეთის საგარეო უწყების განცხადება - რას ამბობს პაპუაშვილი
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას "ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი მიესალმება. ივანიშვილის გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ კარგია, თუ მოსკოვი ხედავს, რომ "ოცნების" ხელისუფლებას ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან შემრიგებლური პოზიცია აქვს.
პაპუაშვილი ასევე არ მიიჩნევს, რომ მათმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ეროვნული ინტერესები დააზიანა, როდესაც ბოდიშის მოხდის იდეა გაახმოვანა.
რაც შეეხება დემარკაციის მოთხოვნას, პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ "ეს სულელეა".
არ მგონია მე, რუსეთის ხელისუფლება თავის პოლიტიკას ასე ვიწროდ, ჩვენს განცხადებებზე ამყარებდეს. აშშ-ს სახელწიფო მდივნის მხრიდან ითქვა, რომ ეს ომი, სინამდვილეში, არის პროქსი ომი ანუ მარიონეტის ხელით წარმოებული ომი ამერიკასა და რუსეთს შორის. ეს თქვა გუშინ სახელმწიფო მდივანმა რუბიომ.
აი, ჩვენთანაც, ვიღაცას უნდოდა, ჩვენ პროქსები ვყოფილიყავით. მათ შორის, იმ ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ, საქართველოს კანონიერი ხელისუფლება შეცვალონ, მოიყვანონ თავისი მარიონეტები, რომლებიც თავის ჭკუაზე დადიოდნენ სააკაშვილის დროს. ეტყოდნენ, რომ „გაამწვავე“, გაამწვავებდნენ ურთიერთობას რუსებთან.
ჩვენ, მათ შორის, სახელმწიფო მინისტრის პოზიცია გვაქვს შერიგებასთან დაკავშირებით რაც შეეხება ჩვენს ოს და აფხაზ თანამოქალაქეებს და ამიტომ კარგია, თუ ამას რუსეთის ხელისუფლება ხედავს იმას, რომ მნიშნელოვანია ჩვენს თანამოქალაქეებთან საზოგადოებრივი შერიგების და გამთლიანების პროცესი, კარგია. მეორე ნაწილს რაც შეეხება, ეს არის, რა თქმა უნდა, სისულელე, - ამბობს პაპუაშვილი.
რუსეთს ივანიშვილის რეჟიმთან ახალი მოთხოვნა აქვს. სერგეი ლავროვის უწყება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყებას ელოდება.