თავდასხმა პრეზიდენტზე - ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ "ოცნება" საკუთარ თავს არ დასჯის

07.03.25 15:39
თავდასხმა პრეზიდენტზე - ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ "ოცნება" საკუთარ თავს არ დასჯის

რატომ არ იძიებს "ოცნება" სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმას - ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ რეჟიმი საკუთარ თავს არ დასჯის, რადგან აღნიშნული დანაშაულიც სწორედ მათივე დაგეგმილია.

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მომხდარზე არანაირი გამოძიება არ იქნება, რადგან ამაზე პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილი და მისი რეპრესიული სისტემაა.

ფიზიკური დაზიანებები, რომელიც აღენიშნებოდა პრეზიდენტ ზურაბიშვილს სახეზე, მე თავადაც ვნახე და ნამდვილად შემზარავია, როდესაც რუსული რეჟიმი ქალი პრეზიდენტის მიმართ ასეთ ძალადობას მიმართავს. ბუნებრივია, არანაირი გამოძიება არ იქნება, იმიტომ, რომ ერთი პრეზიდენტის ტყვეობაში ჩამსმელი, მეორეზე თავდამსხმელი არის ერთი და იგივე პირი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი რეპრესიული, მანკიერი, პრორუსული ძალადობრივი სისტემა, - ამბობს ბოკუჩავა.

ამავე აზრს იზიარებს გახარიას გუნდის წევრი ბექა ლილუაშვილიც. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება საკუთარ თავს არ დასჯის.  

რა თქმა უნდა, ისევე, როგორც გიორგი გახარიას შემთხვევაში და ასევე სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში, საკუთარ თავს პროკურატურა განაჩენს ვერ გამოუტანს, საკუთარ თავს პასუხისგებაში ვერ მისცემს. საკუთარ თავში იგულისხმება ის, რომ, რა თქმა უნდა, ეს იყო ივანიშვილის დავალება, რა თქმა უნდა, ეს იყო „ქართული ოცნების“ მიერ შესრულებული აქტი და ცხადია, საკუთარი თავის წინააღმდეგ არც გამოძიებას დაიწყებს, - ამბობს ბექა ლილუაშვილი.  

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი ამბობს, რომ იმ დროს, როდესაც "ოცნებამ" ბაჩიაშვილის შეთხვევაში გამოძიება 24 საათში აწარმოა, საქართველოს მეხუთე პრეზინდენტზე თავდასხმას მიზანმიმართულად არ იძიებს. 

მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ პანიკური შიშის და მაღალი ინტერესის გამო რომ პატრონმა არ დასაჯოს, ბაჩიაშვილის შემთხვევაში, 24 საათში, არტურ კონანდოილს რომ შეშურდებოდა, ისეთ დონეზე, რომანად გაწერილი გამოძიება დადეს უკვე ფილმის გადასაღებად გამზადებული, აი, ამ ვითარებაში, დაიდენტიფიცირებული ადამიანები, რომელთა სახელები, გვარები, მისამართები, რა მიუქარავთ, ყელაფერი ვიცით, ეს ადამიანები 70 წელს გადასულ ქალს აგინებდნენ, აფურთხებდნენ, კვერცხებს ესროდნენ და აი, ეს ვერ გამოიძიეს და ამაზე ამბობ, რომ უბრალოდ, ვერ იძიებ, ადამიანის იდენტიფიცირებას ვერ ახდენ და გამოკითხვებს ვერ ატარებ, ეს მეტყველებს ყველაზე მეტად იმაზე, რასაც 100 დღს თავზე ვამბობთ, რომ ეს ხელისუფლება ცოცხალი ლპობის რეჟიმშია, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი. 

 საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე თავდასხმიდან 17 დღე გავიდა, თუმცა გამოძიებას დამნაშავე პირები ამ დრომდე არ გამოუვლენია. არ არის გამოკითხული არც თავდასხმის ობიექტი სალომე ზურაბიშვილი. 

მსგავსი სიახლეები