პოლიციამ ირაკლი კუპრაძე დააკავა

07.03.25 23:46
პოლიციამ ირაკლი კუპრაძე დააკავა

შს სამინისტროს საპატრულო პოლიციამ, "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ირაკლი კუპრაძე და ლელოს ახალგაზრდული მოძრაობის წევრები ბექა ბერიძიშვილი, ჯუბა ლოლაძე და ოთო ფარულავა დააკავა.

ვიდეომასალიდან, რომელიც დაკავების მომენტს ასახავს, ირკვევა ,რომ რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციიდან "ძლიერი საქართველოს" ლიდერი და წევრები სახლში ბრუნდებოდნენ. ისინი საპატრულო პოლიციამ გააჩერა. კუპრაძემ სთხოვა განემარტათ, შეჩერების მიზეზი, რადგან კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ამ დროს ის ძალის გამოყენებით პოლიციის მანქანაში ჩასვეს და დაუდგენელი მიმართულებით წაიყავნეს.

ამ პროცესს ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში პირად გვერდზე პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

"ტვ პირველის" ახალი ამბების სამსახური ცდილობს დაადგინოს კუპრაძის და სხვა დაკავებულების ადგილსამყოფელი.