"სანქციები, რომელიც ივანიშვილს უკვე დაუწესეს, მისივე ბრალია" - აქუბარდია
EU-ს მიმართ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს მოწოდებას, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ივანიშვილის რეჟიმს სანქციები დაუყოვნებლივ დაუწესონ, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია ეხმაურება.
აქუბარდიას შეფასებით, აუცილებელია, რომ "ქართული ოცნების" წევრები ქვეყანაში დემოკრატიის გათელვისთვის დასანქცირდნენ, თუმცა მათი შავ სიაში შეყვანა კონკრეტულად რა ფორმით მოხდება, ეს უკვე ევროკავშირის შიდა საქმეა.
"ყველა ის სანქცია, რომელიც ივანიშვილს აქვს უკვე დაუწესეს, მისივე ბრალია" - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
გამომდინარე იქიდან, რომ 27 ქვეყნის თანხმობა სანქციებზე არ არის, თქვენ ხედავთ, რომ უკვე არის დაწესებული ინდივიდუალური სანქციები. შესაბამისად, რა ფორმას გამოხატავს ევროკავშირი, რომ 27-ვე სახელმწიფოს თანხმობის გარეშე მოხდეს ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესება, ეს მათი შიდა საქმეა, მაგრამ ცალსახაა ის, რომ ყველა ის სანქცია, რომელიც ინდივიდუალურ რეჟიმში ივანიშვილს აქვს უკვე მიღებული, არის ივანიშვილს ბრალი, იმიტომ რომ ის დაუპირისპირდა საკუთარ მშვიდობიან მოსახლეობას არაადამიანური მოპყრობით. დემოკრატიის ყველა ფორმა ფეხქვეშ გათელა", - ამბობს თეონა აქუბარდია.
ცნობისთვის, ევროპარლამენტრამა რასა იუკნევიჩიანემ ევროკავშირს მიმართა, რომ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები დაუყოვნებლივ დააწესონ.