ბაჩიაშვილს ძლიერი არგუმენტები აქვს, მოითხოვოს, რომ მასზე საერთაშორიოს ძებნა არ გამოცხადდეს - ეკა ბესელია
"მართლმსაჯულების სახლის" თავმჯდომარე ეკა ბესელია ფიქრობს, რომ გიორგი ბაჩიაშვილზე საერთაშორისო ძებნა ან არ გამოცხადდება, ან შეწყდება. ამის საფუძველს იურისტს ის გარემოება აძლევს, რომ საერთაშორისო ძებნის ორგანოს არ გაუჭირდება დადგენა, რომ ბიზნესმენის წინააღმდეგ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა ხორციელდებოდა.
ეკა ბესელია ამბობს, რომ ბაჩიაშვილს ამის დასამტკიცებლად ძლიერი არგუმენტები გააჩნია.
როდესაც რწმუნდება საერთაშორისო ძებნის ორგანო, რომ ადამიანის მიმართ არის პოლიტიკური ინტერესი, მისი დასჯის სურვილი ან სადაც ხედავს, რომ სასამართლო არ არის გარანტირებული, რომ სამართლიანად და მიუკერძოებლად განიხილავს, შეწყვეტილა ძებნა ან არ გამოცხადებულა ძებნა. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა და ალბათ ეს ის შემთხვევა იქნება, სადაც, წინასწარ არ შემიძლია, რა თქმა უნდა, ამის თქმა, მაგრამ ძლიერი არგუმენტები ექნება ბაჩიაშვილის მხარეს, რომ მოითხოვოს არ გამოცხადდეს ძებნა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, - ამბობს ეკა ბესელია.
ბაჩიაშვილი ძებნის საქმეში პირველი პატაკი 4 მარტს, 15 საათსა და 40 წუთზე ჩნდება, პოლიციის ოფიცერი რამაზ ეჯიბია ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ბიზნესმენმა სომხეთის გავლით ქვეყანა დატოვა. იმავე დღეს საგამოძიებო უწყებამ სომხეთის რესპუბლიკას ინტერპოლს სასწრაფო შეტყობინება გაუგზავნა და სამართლებრივი დამხარის თხოვნით მიმართა - პასუხი მალევე მიიღეს და დადასტურდა რომ ბიზნესმენი სომხეთში გადავიდა. ერევნის აეროპორტიდან კი დოჰას მიმართულებით გაემგზავრა.
ამ მტკიცებულებების საფუძველზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალდება საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე წარუდგინეს, თუმცა გამოძიება მალევე ჩიხში აღმოჩნდა. გომელაურის უწყებამ გაარკვია, რომ კატარის დედაქალაქიდან ბაჩიაშვილი აბუდაბის მიმართულებით გაემგზავრა. აბუდაბში კი გოელაურმა ბაჩიაშვილის კვალი დაკარგა. არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ივანიშვილის რეჟიმმა მიიღო წერილი, რომ ბაჩიაშვილი მათ ტერიტორიაზე აღარ იმყოფება, თუმცა არ წერენ რა მიმართულებით გაფრინდა.
თუ როგორ გაიქცა ქვეყნიდან ბაჩიაშვილი საგამოძიებო რეპორტაჟი შაბათის ეთერმა მოამზადა.