მიიღებენ თუ არა თვითმმართველობით არჩევნებში მონაწილეობას - რას ამბობს ოპოზიცია
ოპოზიციის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ თუკი ცესკოში და კანონმდებლობაში არაფერი შეიცვლება და თვითმმართველობითი არჩევნები ისევ კალანდაღიშვილმა უნდა ჩაატაროს, მაშინ მასში მონაწილეობას აზრი ეკარგება. "ოცნების" ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ე.წ ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნებსაც ისევე გააყალბებს, როგორც საპარლამენტო გააყალბა.
კოალიცია "ძლიერი საქართელოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ გადაწყვეტულებას საკუთარ ამომრჩეველთან შეთანხმებით მიიღებენ.
პაპუაშვილი, როგორც არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელი არის სასაცილო თავის სურვილებში, რომელსაც ის გამოხატავს. მას აქვს მხოლოდ ერთი ინტერესი და დავალება, რომ ივანიშვილს ეთამაშოს თავისი რუსული პროპაგანდით. რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენ, კოალიცია „ძლიერი საქართველო“, ამას გადავწყვეტთ ჩვენ მხარდამჭერებთან და საქართვლოს მოქალაქეები. პაპუაშილი იჯდეს და ეკეკლუცოს მხოლოდა და მხოლოდ ივანიშვილს და კრემლს, - აცხადებს კუპრაძე.
გახარიას გუნდის წევრი ბექა ლილუაშვილი კი ამბობს, რომ შალვა პაპუაშვილი "მჩხბავობით არის დაკავებული", როდესაც დარწმუნებით აცხადებს, რომ ოპოზიცია ამ არცევნებში მონაწილეობს მიიღებს.
დაიჯერა, რომ წინასწარმეტყველური ნიჭი აქვს და იმის ნაცვლად, რომ ერთი პოლიტიკური ნაბიჯი მაინც გადადგას, მაგალითად, საქართველოს პარლამენტს რეზოლუცია მიაღებინოს და დაგმოს რაც ხდება ახლა ფაქტობრივი ანექსიით მიმართულებით ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან. აი, ამაზე საუბრის ნაცვლად გამოდის და წინასწარმეტყველურ, მჩხიბავურ სტილში საუბრობს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარბეაზე. იმ ადამიანების მოთხოვნის საპირისპიროდ, რომლებიც 100 დღეზე მეტია ქუჩაში დგანან. ასეთი პარლამენტის თავმდჯომარე გვყავს ჩვენ, - ამბობს ბექა ლილუაშვილი.
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტულება არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციამ კონსოლიდირებულად უნდა იიღოს.
ლეგიტიმაცია არ უნდა ჰქონდეს ამ ატრჩევნებში "ქართულ ოცნებას", ამიტომ ეს უნდა იყოს კონსოლიდირებული, ერთიანი გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების. ეს არის ჩმი სუბიექტური მოსაზრება, - ამბობს ხატია დეკანოიძე.
"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ოპოზიცია ადგილობრივ არჩევებში მონაწილეობას მიიღებს - განცხადება შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, არჩევნები ცესკო-ს მოქმედი შემადგენლობით ჩატარდება.