"ოცნების" რეიტინგი დეკემბრიდან დღემდე, დრამატულად 31 %-დან 23% მდე დაეცა - NDI
„ქართული ოცნების“ რეიტინგი დეკემბრის თვიდან დღემდე 31 %-დან 23%-მდე დაეცა. ამის შესახებ კვლევას NDI აქვეყნებს.
კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-ის მიერ ჩატარდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ინფორმაციით, სატელეფონო გამოკითხვები 2021 წლის 17-24 თებერვალს ჩაატარეს (2 024 დასრულებული ინტერვიუ) საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.4%-ია. ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება.