„ზებრაზე გადასვლისთვის" დაჯარიმებულმა მოსამართლეს ბორში მიუტანა

12.03.25 16:08
„ზებრაზე გადასვლისთვის" დაჯარიმებულმა მოსამართლეს ბორში მიუტანა

 

 

პროევროპული აქციის მონაწილემ, მსახიობმა მალხაზ ირემაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს ბორში მიუტანა. 

აქტივისტს 31 იანვრის ღამეს, ბათუმში ზებრა-გადასასვლას ედავებიან.

„ეს ბორში თქვენ. უხორცო ბორშია, 80 პროცენტი უხორცო ბორს ჭამს“- თქვა ირემაძემ მანამდე, სანამ მას მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე ზებრაზე მოძრაობის გამო  5 ათასი ლარით დააჯარიმებდა. 

საბოლოოდ, მანდატურებმა ბორშით ნახევრად სავსე მინის ქილა აქტივისტს ჩამოართვეს.

მალხაზ ირემაძემდე ზებრაზე მოძრაობის გამო მოსამართლემ  ასევე 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა: მარიამ გოგოლიშვილი, მარი ცეცხლაძე, ნიკო მირცხულავა.

წინა პროცესზე მალხაზ ირემაძე ზებრის ფორმით მივიდა.

„ზებრაზე მოძრაობის საქმეზე“ დღეს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ  5 ათასი ლარით გუბაზ ლამპარაძეც დააჯარიმა.

11 მარტს კი, მოსამართლე მარიანა ფომაევამ 5-5 ათას ლარით დააჯარიმა აქციის 18 მონაწილე. 

შენიშვნა: მოსამართლისთვის ბორშის მიტანის შესახეხებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა "ბათუმელებმა" გაავრცელა. 

მსგავსი სიახლეები