ვინ დათანხმდება ნარკოტესტს - კახა კალაძის პასუხი ცნობილია
კახა კალაძე ამბობს, რომ ის მზად არის ნებისმიერ დროს ჩაიტაროს ნარკოლოგიური ტესტირება. განცხადება დედაქალაქის მერმა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის ბრიფინგის საპასუხოდ გააკეთა.
„ნებისმიერ დროს, თუმცა საბა ბუაძესთან დაკავშირებით, მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს. ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად ვიზიარებ ერთ-ერთი პოლიტიკოსის განცხადებას და დამოკიდებულებას საბა ბუაძესთან დაკავშირებით. ნებისმიერ დროს [მზად ვარ], გახარია ხომ არ ვარ გავიქცე და დავიმალო?!“ - განაცხადა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე საყბრისას კალაძემ ღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია, რომ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს დაეხმარონ.
ცნობისთვის, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ „სავალდებულო ნარკოშემოწმების წესში ცვლილებების შეტანის ნაცვლად, თავად გაიარონ ნარკოშემოწმება და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები“. „ვურჩევ დაიწყოს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნით, კახა კალაძით“, - განაცხადა საბა ბუაძემ.