"თუ ჩემს სიფხიზლეში ეჭვი გეპარებათ..." - ოცნებაში ნარკოტესტთან დაკავშირებით კომენტარები კეთდება
"შემოვიდნენ პარლამენტში და თუ უნდა ყოველდღე ჩაატარონ ნარკოტესტი, დასვან ეს საკითხი, თუ იქნება ადეკვატური" - ამის შესახებ გია ვოლსკიმ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის ბრიფინგის საპასუხოდ განაცხადა.
ვოლსკი ამბობს, რომ ნებისმიერ დროს მზად არიან ნარკოტესტის ჩასატარებლად.
ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა ყველამ და ნებისმიერ დროს ვართ მზად. "ძლიერი საქართველო" თუ საშუალოდ "ძლიერი საქართველო, ეს რაღაც ბედოვლათების გუნდი, ამას იმიტომ ითხოვს, რომ მედიასაშუალებამ დასვას ასეთი სულელური კითხვა. რასაკვირველია, ყველა მზად არის. თქვენ თუ ჩემს სიფხიზლეში ეჭვი გეპარებათ ერთი საკითხია, მეორე საკითხია - შემოვიდნენ პარლამენტში, რა მოსაზრებებიც გააჩნიათ და თუ უნდა ყოველდღე ჩაატარონ ნარკოტესტი, დასვან ეს საკითხი, თუ იქნება ადეკვატური. ვეღარ შემოვლენ, იმიტომ რომ ქვეყნსი წინააღმდეგა არიან ჩამდგარი ომში", - ამბობს ვოლსკი.
რაც შეეხება ნარკოტესტის შედეგების გასაჯაროებას, "ოცნების" სატელით "ხალხის ძალაში" ამბობენ, რომ შედეგები საიდუმლოა და გასაჯაროებას არ ექვემდებარება.
ქურდს ქუდი ეწვის, ეს არის ცნობილი გამოთქმა და თუ ვინმეს აქვს პრობლემა ტესტის გავლასთან დაკავშირებით, ეს მისი პრობლემაა. ჩვენ გავიარეთ ტესტი სანამ აგვირჩევდნენ, ესკოში მივიტანეთ ეს საბუთი.
შედეგების გასაჯაროება ზოგადად ჯანდაცვის კანონდებლობის მიხედვით საიდუმლოა , ეს გასაჯაროებას არ ექვემდებარება, ზოგადად ამ პრინციპს ვინარჩუნებთ", - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ „სავალდებულო ნარკოშემოწმების წესში ცვლილებების შეტანის ნაცვლად, თავად გაიარონ ნარკოშემოწმება და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები“. „ვურჩევ დაიწყოს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნით, კახა კალაძით“, - განაცხადა საბა ბუაძემ.