კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია - ჩეხეთის სენატის რეზოლუცია საქართველოზე

13.03.25 20:48
კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია - ჩეხეთის სენატის რეზოლუცია საქართველოზე

კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია - ეს ჩანაწერი ჩეხეთის სენატში დამტკიცებულ რეზოლუციაში გაჩნდა. საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის და ბალტიის ქვეყნების შემდეგ, ახლა უკვე ჩეხმა დეპუტატებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ჩეხეთის მთავრობას საქართველოს ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას სთხოვს.

რეზოლუცია საქართველოს შესახებ, სენატის ზედა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა რამდენიმე საათის წინ მიიღო. დოკუმენტით ჩეხმა პოლიტიკოსებმა ახალი არჩევნების ჩანიშვნა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და "ოცნების" დასჯა მოითხოვეს. 

რეზოლუცია, ფაქტობრივად, "ოცნების" ხელისუფლებას არალეგიტიმურად აცხადებს. დეპუტატები ღიად ამბობენ, რომ კონსტიტუციის დარღვევით შეკრებილი პარლამენტი, არჩეული მთავრობა და პრეზიდენტი არ შეიძლება სრულფასოვან მმართველებს წარმოადგენდნენ. რეზოლუციაში ჩანაწერია სალომე ზურაბიშვილის შესახებაც, რომ ჩეხეთის მთავრობამ მხოლოდ ის უნდა აღიაროს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. 

ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის შემდეგ ჩეხეთი, პოლონეთი და გერმანია არის ევროგაერთიანების ის წევრი ქვეყნები, რომლებიც ოლიგარქის რეჟიმს სანქციებს დაუწესებს. რეზოლუცია კი არის საფუძველი სანქციებისა, რომელიც ჩეხეთის მთავრობისთვის იქნება სახელმძღვანელო დოკუმენტი და მთავრობას გადაწყვეტილების მოღებას გაუმარტივებს. 

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები