"ოცნებამ" ანტინარკოტიკულ კანონპროექტს მხარი I მოსმენით დაუჭირა
არცერთი კითხვა, არცერთი განსხვავებული მოსაზრება და არანაირი მსჯელობა - პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე "ოცნებამ" ახალი რეპრესიული კანონი პირველი მოსმენით მიიღო. საუბარია საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის ამოქმედების შედეგად, ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში, სისხლის სამართლის კანონმდებლობას რამდენიმე ახალი მუხლი ემატება.
ივანიშვილის პარტია ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას უცხო ძალების წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირებს. 12-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ ნარკორეალიზატორებს. ნარკოტიკის მოხმარების ფაქტის დადასტურების ან შემოწმებაზე უარის თქმის შემთხვევაში, პირს მართვის სამი წლით მოწმობა ჩამოერთმევა და ხუთი წლის განმავლობაში საჯარო სამსახურში ვერ იმუშავებს. "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ გაძლიერდნენ და თავსმოხვეული ლიბერალური ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლა გადაწყვიტეს.