"MEGOBARI აქტი" წინ მიიწევს - უილსონი
"MEGOBARI აქტი" წინ მიიწევს, - ამის შესახებ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა. მისი თქმით, ამერიკას ქართველი ხალხისთვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სურს, რადგან ცხადია ქართველების ნება, ქვეყანა ევროკავშირის წევრი იყოს.
ეს ძალიან გამამხნევებელია. ჩვენ საკანონმდებლო სესიის ადრეულ ეტაპზე ვართ და "MEGOBARI აქტი" ახლა უკვე სენატშიც განიხილება. ლიდერები დგამენ ნაბიჯებს იმავე მიმართულებით როგორიც ჩვენ გვქონდა, როცა "MEGOBARI აქტი" რესპუბლიკელმა და დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაში, ორპარტიული მხარდაჭერით წარვადგინეთ. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს კანონმდებლობა წინ მიიწევს. ჩვენ გვსურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ქართველი ხალხისთვის. გვსურს რომ ის წარმატებული იყოს საკუთარი ნება გამოხატონ, ნება, რომელიც ევროკავშირის წევრად ყოფნაა, NATO-თან თანამშრომლობის შესაძლებლობაა, ეს ქართველი ხალხისთვის სასარგებლოა,- აცხადებს უილსონი.
"მეგობარი აქტი" სენტში დარეგისტრირდა. ქართველი ხალხის მხარდამჭერი კანონპროექტი, რომელიც ანტიდასავლური ნაბიჯების გამო "ოცნების" სანქცირებას მოიაზრებს და სენატში ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს, წინ მიიწევს.