შსს-ს თავგზა აერია - გომელაურის უწყება აქტივისტების დაჯარიმებას და საჩივრების განხილვას ვერ აუდის
გომელაურის უწყება აქციის მონაწილეების დაჯარიმებას და მათი საჩივრების განხილვას ვეღარ აუდის. სისტემაში ხარვეზია. ნადიმ ხმალაძეს 1 მარტს აქციაზე დგომის გამო ჯარიმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმა სხხვადასხვა განყოფილება გამოუწერა.
თავად ხმალაძე ამბობს, რომ 1 მარტს აქციაზე საერთოდ არ იმყოფებოდა.
როცა 9 მივაღწიე, ვიფიქრე, რომ გაჩერდებიან. 9 ჯარიმის შემდეგ მე რუსთაველის გადაკეტვაში მონაწილეობას არ ვიღებდი. 1 მარტი, როდესაც მე საერთოდ არ ვყოფილვარ რუსთაველზე, მოვიდა 1 ჯარიმა ქვითრის სახით, მომიტანა პატრულმა. შემდეგ რამდენიმე დღეში კრიმანლურმა მომიტანა. ვკითხე, რომ რომელი რიცხვის არის მეთქი? 1 რიცხვისო. 1-ის ხომ მომიტანეთ-მეთქი? გადის ორი დღე და მომდის ფოსტით ისევ პირველი. ბრძანება არის გაცემული ყველა განყოფილებაზე, რომ ამ კაცს დაუწერეთ ჯარიმა და არეულები არიან. არანაირი კოორდინაცია ერთმანეთში არ აქვთ, - ამბობს ხმალაძე.
სამოქალაქო აქტივისტ გიორგი მუმლაძეს გასაჩივრებული ოქმების შემდეგ ჩააბარეს დადგენილება, სადაც სამინისტრომ ჯერ არგამოწერილი ჯარიმები უკვე გასაჩივრებულად ჩათვალა და წარმოება ავტომატურად შეაჩერა. აღსანიშნავია ისიც, რომ საჯარიმო ოქმში თანხა 5 მლნ-ით არის გასაზღვრული.
გუშინ მომივიდა დადგენილება, რომელიც ეხებოდა წინა ჯერიმებს, რომელიც გავასაჩივრე, მიუღიათ წარმოებაში და ის ერთთვიანი ვადა, რომელიც კანონმდებლობით იყო მითითებული, რომ უნდა განეხილათ ერთ-ერთი ჩემი საჩივარი, 3 თვემდე გაზარდეს ანუ ვერ აუდიან, იმდენი საჩივარია. სისტემა გაჭედა და პლიუს, საინტერესოა, რომ ჩემტან მოტანილ დადგენილებაში წერია, რომ ამ დადგენილებით შეჩერდეს აღსრულება კონკრეტულ საჯარიმო ოქმებზე, ოღონდ ისეთი საჯარიმო ქომების ნომრებია მითითებული, რომლებიც ჩემთან არ მოუტანიათ. მე-12 მომიტანეს რამდენიმე დღის წინ და საინტერესოა, რომ ამ ოქმებში ჯარიმის ოდენობა მიუთითეს 5 მლნ ლარი. შევიდნენ აზარტში, ბევრი ნული დაწერეს, - ამბობს მუმლაძე.