რუს ივანიშვილთან აშშ-ს მხრიდან ურთიერთობის გადატვირთვა ვერ მოხდება - ბოკუჩავა

16.03.25 14:25
რუს ივანიშვილთან აშშ-ს მხრიდან ურთიერთობის გადატვირთვა ვერ მოხდება - ბოკუჩავა

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ "მეგობარი აქტი" მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც არა მხოლოდ "ოცნების" წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას ითვალისწინებს, არამედ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ქვეყნისთვის ბევრი სიკეთის მომტანი იქნება.  

ოპოზიციონერი ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში აშშ-ს მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა ვერ მოხდება. 

მეგობარი აქტი, თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივაა, როელიც ერთის მხრივ, მოიცავს სასანქციო პოლიტიკის გაფართოებას ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ იმისთვის, რომ მან ვერ შეძლოს თავის არიდება სანქციებისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ, ხელისუფლების ცვლილიების შემდეგ, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მივიღოთ უამრავი სიკეთე აშშ-გან. რუს ივანიშვილთან, რომელიც რუსული გავლენის აგენტად ჰყავს აღიარებული აშშ-ს, ვერანაირი ურთიერთობის გადატვირთვა აშშ-ს მხრიდან ვერ იქნება, - ამბობს ბოკუჩავა. 

"მეგობარი აქტი" სენტში დარეგისტრირდა. ქართველი ხალხის მხარდამჭერი კანონპროექტი, რომელიც ანტიდასავლური ნაბიჯების გამო "ოცნების" სანქცირებას მოიაზრებს და სენატში ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს, წინ მიიწევს 

მსგავსი სიახლეები