„მეგობარი აქტი“ და მისი ეფექტი "ოცნებაზე" - აშშ-ს სენატი დოკუმენტს 27 მარტს განიხილავს
„მეგობარი აქტი“ და მისი ეფექტი "ქართულ ოცნებაზე" - 27 მარტს ამერიკის სენატი განიხილავს დოკუმენტს, რომელსაც მხარს 8 რესპუბლიკელი და 10 დემოკრატი კონგრესმენი უჭერს. ეს კანონპროექტი პირდაპირი პასუხია იმ დემოკრატიულ უკუსვლაზე, რომელიც საქართველოში ბოლო თვეებში მოხდა – გაყალბებული არჩევნებით დაწყებული, მომიტინგეებსა და ოპოზიციაზე ძალადობით გაგრძელებული და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებით დასრულებულული. თუ აქამდე სანქციები, ძირითადად, მაღალჩინოსნებს ეხებოდა, ახლა სიაში უფრო დაბალი რანგის პირებიც ჩაიწერებიან – ისინი, ვინც ოლიგარქს ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარებიან და უკანონო დავალებებს ასრულებენ.
"ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში მეგობარი აქტის წარმდგენი ჯო უილსონი ამბობს, რომ დოკუმენტის მიღებით ამერიკას ქართველი ხალხისთვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სურს.
„მეგობარი აქტის“ მიღების შემდეგ უკვე რეალური ხდება ის, რაც აქამდე მხოლოდ გაფრთხილებად გვესმოდა. ამერიკამ შესაძლოა, სრულად გადახედოს ურთიერთობებს საქართველოსთან.
ვრცლად ნახეთ ინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.