ახალ ფორმებს მოვიფიქრებთ-ელენე ხოშტარია ფონდების დაყადაღებაზე
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ნანუკას ფონდის, prosperity georgia-ს და "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" დაყადაღებას ეხმიანება და წერს, რომ ფონდების ეშინიათ და სწორედ ამიტომაც აყადაღებენ.
მისივე თქმით, ახალ ფორმებს მოიფიქრებენ.
“მშვიდად უნდა გავაგრძელოთ პროტესტიც და სოლიდარობის სხვა ფორმების ძიებაც“,- წერს ის.
ფონდების ეშინიათ და სწორადაც! ყველა სახის სოლიდარობის ეშინიათ და დასდევენ.
ახალ ფორმებს მოვიფიქრებთ, თქვენ სდიეთ.
მადლობა ყველა ფონდს გარდა ხალხის მხარდაჭერისა, სისტემის გაბრაზებისთვის.
როცა ვიცით რას ემსახურება ეს დევნა, პროტესტის ჩახშობას, მშვიდად უნდა გავაგრძელოთ პროტესტიც და სოლიდარობის სხვა ფორმების ძიებაც," -წერს ხოშტარია.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ “ნანუკას ფონდი“ დააყადაღეს. ასევე ჟორჟოლიანის ინფორმაციით, დაყადაღებულია ნიკა გილაურის ფონდი და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები.