ნანუკა ჟორჟოლიანი: ვატო შაქარაშვილის სარჩელის საფუძველზე დაგვაყადაღეს
"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელის ინფორმაციით, ორგანიზაცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერის ვატო შაქარაშვილის სარჩელის საფუძველზე დააყადაღეს.
ვატო შაქარიშვილი „ქართულ ოცნების“ მხარდამჭერი მოძრაობის, „ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერია.
საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციით, ეს მოძრაობა ეწინააღმდეგება ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას და ნეიტრალიტეტს ემხრობა.
მეგობრებო, ამ ადამიანის შეტანილი სარჩელის საფუძველზე დაგვაყადაღეს. (ოფიციალურად) თორემ სინამდვილეში მიზეზი ყველამ ვიცით.
მოგმართავთ ყველას, ვისაც ჩვენთვის მოწერილი გაქვთ შვილების მძიმე დიაგნოზზე, შეწყვტილი სტატუსის აღდგენაზე, ჩაჭრილ ელექტროენერგიაზე, ნისიებზე, ყველამ
უნდა მიწეროთ აი ამ ცო**** - ს, რადგან დღეიდან რომ ვეღარ დაგეხმარებით, ამ რუსეთის მონის დამსახურებაა"- დაწერა ჟორჟოლიანმა.
“ნანუკას ფონდის“ ხელმძღვანელი პროკურატურის განცხადებასაც გამეხმაურა და “სამარცხვინო“ უწოდა, და აღნიშნა, რომ იმ დროისთვის, აირწინაღის შეძენა კანონით აკრძალული არ ყოფილა.
მისი თქმით, უწყებამ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია, როცა დაკავებულები დამნაშვეებად მოიხსენია, რადგან სასამართლოს არ დაუდგენია არცერთი პირის დანაშაულის სრული სიზუსტე.
ამასთან, ჟურნალისტი ინტერესდება, რატომ არის კანონდარღვევა სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების დახმარება.
“ტვ პირველი“ ვატო შქარაშვილსაც ესაუბრა, რომლის მიმართვის შემდეგაც, გაბიტაშვილის უწყებამ გამოძება დაიწყო.
საქმე არის აღძრული უცხოეთის, უცხოეთს დაქვემდებარებული ორგანიზაციების მიერ, ქვეყანაში გადატრიალების მოწყობასა და მოწყობის მცდელობაზე. ამ ყველაფერში დახმარებაზე, რომელშიც, მათ შორის, თქვენი ტელევიზიაც მონაწილეობს.
ეს ფონდი და სხვა ფონდები ემსახურებიან ამ ქვეყანაში კონსტიტუციური წყობილების მოშლას, ხელისუფლების დამხობას, რევოლუციურ სცენარებს, გაადტრიალებებს, იმ პიროტექნიკის ყიდვას, რომლითაც წვავენ პოლიციელებს“, - ამბობს შაქარაშვილი.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ “ნანუკას ფონდი“ დააყადაღეს. ასევე ჟორჟოლიანის ინფორმაციით, დაყადაღებულია ნიკა გილაურის ფონდი და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები.მოგვიანებით განცხადება გაავრცელა პროკურატურამაც. გაბიტაშვილის უწყების განცხადებიდან ირკვევა, რომ ხუთი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა.