სასოწარკვეთილი რეჟიმის რეპრესიული მცდელობა- გრიგოლ გეგელია ფონდების დაყადაღებაზე

17.03.25 17:28
სასოწარკვეთილი რეჟიმის რეპრესიული მცდელობა- გრიგოლ გეგელია ფონდების დაყადაღებაზე

ეს არი ძალიან მკაფიო მაგალითი, როგორ ებრძვის ბოროტმოქმედი რეჟიმი ყველა ფორმის სიკეთეს ქვეყნაში, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, “ეს არის სასოწარკვეთილი რეჟიმის რეპრესიულ მცდელობებს, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს, მეტ ინსტიტუტს და მეტ თავისუფალ აქტორს დაესხას თავს“

ეს არი ძალიან მკაფიო მაგალითი, როგორ ებრძვის ბოროტმოქმედი რეჟიმი ყველა ფორმის სიკეთეს ქვეყნაში და ყველა ისეთ ადამიანს და ფონდს, რომელიც ეხმარება გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს. ეს, მე ვფიქრობ, კარგად არქმევს სახელს ბოროტმოქმედ რეჟიმს, რომლის ერთადერთი მისია არის მეტი და მეტი ბოროტების კეთება. მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ სასოწარკვეთილი რეჟიმის რეპრესიულ მცდელობებს, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს, მეტ ინსტიტუტს და მეტ თავისუფალ აქტორს დაესხას თავს“, - გაანცხადა გეგელიამ.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ “ნანუკას ფონდი“ დააყადაღეს. ასევე ჟორჟოლიანის ინფორმაციით, დაყადაღებულია ნიკა გილაურის ფონდი და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები.მოგვიანებით განცხადება გაავრცელა პროკურატურამაც. გაბიტაშვილის უწყების განცხადებიდან ირკვევა, რომ ხუთი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა.

მსგავსი სიახლეები