ორი განაჩენი ერთ კვირაში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ - რა გამოხმაურებები მოჰყვა მოსამართლის უპრეცედენტო გადაწყვეტილებას

17.03.25 20:18
ორი განაჩენი ერთ კვირაში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ - რა გამოხმაურებები მოჰყვა მოსამართლის უპრეცედენტო გადაწყვეტილებას

ორი განაჩენი ერთ კვირაში - საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. თუმცა, მოსამართლემ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და მესამე პრეზიდენტის სასჯელები შეკრიბა. მიხელ ჯინჯოლია აღმოჩნდა ის პირველი მოსამართლე, ვინც 2012 წლის შემდეგ პირველმა გამოიყენა მის ხელთ არსებული დისკრეციული უფლება და შთანთქმის პრინციპის გამოყენებაზე უარი თქვა.

მიხეილ სააკაშვილი შეკრებითობის პრინციპის გაუქმების შემდეგ პირველი ბრალდებულია, ვისაც სხვადასხვა სასჯელზე შეფარდებული პატიმრობა დაუჯამეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა კლანის მსახური მოსამართლის გამოცხადებული განაჩენი კლინიკა "ვივამედში" მოისმინა. იგი ამბობს, რომ ივანიშვილს მისი ციხეში განადგურება აქვს გადაწყვეტილი.

სასამართლომ სააკაშვილის წინააღმდეგ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. 2012 წლის შემდეგ არ ყოფილა არცერთი პატიმარი, ვისთვისაც მოსამართლეს შთანთქმის პრინციპის გამოყენებაზე უარი ეთქვა. სასამართლო სასჯელის შეკრებითობის პრინციპით არ ხელმძღვანელობს არც მკვლელების, არც ჯაშუშების, არც პედოფილების საქმეებზე.

12 წლიანი პატიმრობა სააკაშვილს - დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები