ახალი საქმე ბაჩიაშვილის წინააღმდეგ - ივანიშვილი ბიზნესმენის ქონების გაყიდვას და ფულის ჩარიცხვას ითხოვს
ოლიგარქის შურისძიების ახალი ეტაპი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ. ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ ქონება, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, სახელმწიფო საკუთრება უნდა გამხდარიყო, გაყიდონ და ფული მას სრულად ჩაურიცხონ.
ამის პარალელურად, გიორგი ბაჩიაშვილის საუკუნის გაქცევის შემდეგ, ოლიგარქის რეჟიმი მიხვდა, რომ საზღვრის კონტროლი გასამკაცრებელია, ამიტომ შემოსავლების სამსახურმა, რომელსაც საზღვარზე ტვირთების შემოწმება ევალება იმ სკანერის შეკეთება დაიწყო, რომელიც თვეების განმავლობაში უფუნქციო იყო.
სატრანსპორტო საშუალებების მაკონტროლებელი მოწყობილობის შეკეთებას ფინანსთა სამინისტრო დაჩქარებული წესით ითხოვს, ბიუჯეტიდან გამოყოფილია 600 ათას ლარზე მეტი. "პირველებმა" მოიპოვა დოკუმენტაცია, სადაც ოლიგარქის მთავრობა შემკეთებელ კომპანიას უხსნის, რა პრობლემები აქვს მობილურ სკანერს.
მაღალტექნოლოგიურ და ძვირადღირებულ მობილურ სკანერში მანქანის ან სატვირთოს ერთი გატარებაც საკმარისია საიმისოდ, რომ დადგინდეს, რა გადააქვს სატრანსპორტო საშუალებას. ანუ, გამოდის, რომ თუ ოლიგარქის რეჟიმი დაზიანებულ სკანერს გაფუჭებისთანავე შეაკეთებდა, გიორგი ბაჩიაშვილს ქვეყნის დატოვების დროს მესაზღვრეები მარტივად აღმოაჩნდნენ.
ახალი საქმე ბაჩიაშვილის წინააღმდეგ - ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.