კალაძე ამტკიცებს, რომ EU-ს ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს "ფასი არ აქვს"
ბრიუსელში, საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ევროპელი პოლიტიკოსების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს "ქართულ ოცნებაში" ეხმაურებიან.
თბილისის მერი, კახა კალაძე მიზანში EU-ს ლიდერებს იღებს და ამტკიცებს, რომ მათი მხრიდან გაკეთებული კომენტარები სიცრუეს ეფუძნება და ფასი არ აქვს.
ჩვენ ასეთ არასამართლიან განცხადებას ძალიან ხშირად ვისმენთ. ეს ახალი არ არის ჩვენთვის. ძირითადად, მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები ეფუძნება ტყუილს, სიცრუეს და არანაირი ფასი არ აქვს" - ამბობს კახა კალაძე.
ცნობისთვის, ბრიუსელში, საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ევროპელმა პოლიტიკოსებმა საქართველოს შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთეს.