მდინარაძე ამტკიცებს, რომ საქველმოქმედო ფონდები "სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმებას ცდილობდნენ"

17.03.25 21:26
მდინარაძე ამტკიცებს, რომ საქველმოქმედო ფონდები "სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმებას ცდილობდნენ"

პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ფონდების ანგარიშების დაყადაღების თაობაზე "ქართულ ოცნებაში" პირველ კომენტარს აკეთებენ.

მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ საქველმოქმედო ფონდების მიზანი "ძალადობის წახალისება და სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმების ხელშეწყობა იყო".

ამ ფონდების მიზანი, გარდა იმისა, რომ წაეხალისებინათ ძალადობა და ხელი შეეწყოთ ამისათვის, სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმება გახლავთ. როდესაც რაღაცას აშავებთ და გეუბნებიან, დააშავე, მე გადაგიხდი ჯარიმას, ეს არის სახელმწიფო ფუნქციის გაუქმების მცდელობა. არანაკლები მავნებლობაა, ვიდრე თავად დანაშაულის ჩადენა, შეიძლება უფრო მეტიც.

ჩვეულებრივი დანაშაულში წამქეზებლობაა, რიდესაც გეუბნებით, რომ თუ თქვენ ჩაიდენთ ამა და ამ გადაცდომას, რისთვისაც სახელმწიფოს კონკრეტული ჯარიმა აქვს დაწესებული, მე გადაგიხდით. ყველანაირი სახდელი და სასჯელი სახელმწიფოში დაწესებულია იმისათვის, რომ პრევენცია და გამორიცხვა მოხდეს ამ რაღაც დანაშაულის თუ გადაცდომის. ამ პრევენციას საერთოდ შლის ვიღაც, ვინც ფონდს ქმნის იმისათვის, რომ ამ დანაშაულის თუ ადმინისტრაციული გადაცდომის ჩამდენი პირის ჯარიმა გადაიხადოს. სამწუხაროდ, ამას აკეთებდნენ ევროკავშირის ფონდები, სამწუხაროდ ამას აკეთებდა USAID თუ სხვა გარედან დამფინანსებელი ორგანიზაცია, როდესაც ცდილობდნენ, რომ ჯარიმები გადაეხადათ. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჯარიმას აქვს პრევენციული მიზანი, ცდილობენ ეს ჩამოაშორონ, სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობაა ჩვეულებრივი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, "ნანუკას ფონდის", "ფროსფერითი ჯორჯიასა" და ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები დააყადაღეს. ირკვევა, რომ საბანკო ანგარიშები პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა. 

მსგავსი სიახლეები