უილსონი: მადლობელი ვარ, რომ აშშ-ის ელჩი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეხვდა - წინსვლის ერთადერთი გზა თავისუფალი არჩევნებია

17.03.25 22:58
უილსონი: მადლობელი ვარ, რომ აშშ-ის ელჩი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეხვდა - წინსვლის ერთადერთი გზა თავისუფალი არჩევნებია

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის შესახებ პლატფორმა X-ზე წერს.

კონგრესმენი მადლიერებას გამოხატავს, რომ რობინ დანიგანი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა და აღნიშნავს, რომ წინსვლის ერთადერთი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია. 

მადლობელი ვარ, რომ აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. წინსვლის ერთადერთი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია!“, - წერს უილსონი.

მსგავსი სიახლეები