"ფიქრობენ, რომ ადამიანებს დააშინებენ" - გოგიძე ფონდების ანგარიშების დაყადაღებაზე

17.03.25 23:08
"ფიქრობენ, რომ ადამიანებს დააშინებენ" - გოგიძე ფონდების ანგარიშების დაყადაღებაზე

მსახიობი კახა გოგიძე საქველმოქმედო ფონდების ანგარიშების დაყადაღების ფაქტს მოქალაქეების დაშინების მცდელობად აფასებს - მისი თქმით, "ქოცები კარგად იმიტომ ცხოვრებენ, რომ რიგით ადამიანებს ცუდად აცხოვრობენ".

ესენი არის ჩვეულებრივი ჩამშვებები, მოუნდათ და დაწერეს, რომ თურმე ადამიანს რომ ეხმარები და თურმე ამ ჯარიმების გადახდაში რომ ეხმარება ტყვეებს და არა პატიმრებს, რუსეთის ტყვეებს, რომ ეხმარები და ოჯახის წევრებს ეს არის თურმე დანაშაული და საბოტაჟის მცდელობა. ეს არის ნათელი მაგალითი იმის, რომ ქოცები იმიტომ ცხოვრებენ კარგად, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ცუდად. აბსურდია, მაგრამ ჩვენს უბედურებაზე ხარობენ. სხვის ჩაგვრაზე ხარობენ, სხვა უნდა იყოს ცუდად, სხვანაირად ის კარგად ვერ იქნება. ფიქრობენ, რომ ამით კიდევ უფრო დააშინებენ ხალხს, თუმცა დღეს უფრო მეტი ხალხი გავიდა რუსთველზე", - ამბობს კახა გოგიძე.

ცნობისთვის, "ნანუკას ფონდის", "ფროსფერითი ჯორჯიასა" და ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები დააყადაღეს. ირკვევა, რომ საბანკო ანგარიშები პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა. 

მსგავსი სიახლეები