"რეჟიმი ქუჩის პროტესტით და ეროვნული წინააღმდეგობით უნდა გადავტეხოთ" - ფავლენიშვილი
"რეჟიმი ქუჩის პროტესტით და ეროვნული წინააღმდეგობით უნდა გადავტეხოთ" - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება სისტემის დემონტაჟის გარეშე შეუძლებელია.
ჩვენი აქტივი მთლიანად არის ჩართული ბრძოლაში რეჟიმის წინააღმდეგ. ქუჩის ბრძოლის გარდა ალტერნატივას ვერ ვხედავთ. საგარეო ფრონტზეც ვაქტიურობთ, ჩვენი ლიდერებიც ჩადიან უცხოეთში, მაგრამ მთავარი მაინც ბრძოლის ხაზია აქ. ქუჩის პროტესტით, ეროვნული წინააღმდეგობით უნდა გადავტეხოთ ეს რეჟიმი. მათ შორის სააკაშვილის გათავისუფლების გზაც ამ სისტემის დემონტაჟზე გადის. როცა ვითხოვთ ახალ არჩევნებს, პატიმრების გათავისუფლებას, სისტემის დემონტაჟის გარეშე ეს არ მოხდება". - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.