მზია ამაღლობელის პროცესი იწყება - საქმეს სანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს

18.03.25 14:00
მზია ამაღლობელის პროცესი იწყება - საქმეს სანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა იწყება - შენობის გარეთ კი პოლიტიკური პატიმრის მხარდამჭერები აქციას მართავენ. 

  • „იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“, „სოლიდარობა მზია ამაღლობელს“, - სკანდირებენ ბათუმის სასამართლოსთან შეკრებილი ჟურნალისტები.

მზია ამაღლობელის პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული. "პირველების" ინფორმაციით, ქალი ჟურნალისტი რუსთავის ციხიდან ბათუმში უკვე ჩაიყვანეს. 

ამასთან, საქმის პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ "ტვ პირველის" კორესპოდენტს დაუდასტურა ინფორმაცია, რომ  ჟურნალისტის საქმეზე პოლიციის მაღალჩინოსნი, ირაკლი დგებუაძე არ გამოიკითხება. 

აღსანიშნავია, რომ მზია ამაღლობელის საქმეს არსებითად სანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ შეიყვანა შავ სიაში. 

მზია ამაღლობელის უფლებადამცველები პირდაპირ ამბობენ, რომ ნინო სახელაშვილმა გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. ამის შემდეგ სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს.

მსგავსი სიახლეები