გაბრიელიუს ლანდსბერგისი პროდასავლურ ოპოზიციას შეხვდა- რაზე ისაუბრეს მხარეებმა
ლიეტუვის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრი პროდასავლურ ოპოზიციას შეხვდა - საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში შექმნილი მწვავე პოლიტიკური კრიზისი იყო.
ოპოზიციის თქმით, მათ დასახეს კონკრეტული გეგმა, რაც გულისხმობს ოპოზციიის ერთიანობის და საპროტესტო აქციების მასშტაბის გაფართოვებას, რაც უნდა იყოს უწყვბეტ რეჟიმში, რათა ივანიშვილის რეჟიმმა დაინახოს, რომ ხალხი არ შეეგუება იმ რეპრესიებს, გაყალბებულ არჩევნებს და უსამართლობას, რომელიც ხორციელდება როგორც დამოუკიდებელი მედიის, ასევე დემონსტრანტების წინააღმდეგ.
ოპოზიცია იმედოვნებს, რომ ევროკავშირის მხრიდან სანქციების პოლიტიკა აუცილებლად გაგრძელდება.
ევროკავშირი, იმ ურთულესი მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც შექმნილია გეოპოლიტიკურად, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ზრუნავს იმაზე, რომ ქართველმა ხალხმა არ იზარალოს. თუ ვინმე იზარალოს, იზარალოს იმ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებსაც ბრალი მიუძღვით იმაში, რომ საქართველო ვერ იყენებს უნიკალურ შანსს, ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით და პირქით, შორდება მას მაქსიმალურად. ეს არის „ოცნების“ მიზანდასახული მოქმედებების შედეგად. ამ ვითარებაში, აუცილებელია, ყოველთვის გვქონდეს მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს თანამოქალაქეებთან. მათ დაინახონ რეალობა, რომელიც არის ის, რომ ქართველი ხალხი იხილოს ევროკავშირში“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ჭირდება პროტესტი გაფართოება, ჭირდება მეტი კონსოლიდაცია- სხვადასხვა მოთამაშეებს, მათ შორის პოლიტიკურ მოთმაშეებს, უკეთესი კოორდინაცია, რაზედაც სალომე ზურაბიშვილმაც ისაუბრა - ეგ ცალსახად გასაკეთებელია და ამიტომ გვჭირდება დახმარება ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ისე კი არა-საქართველოში რესურსი რომ აღარ იქნება და მერე გააკეთებენ რაღაცებს-ახლა, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
სანქციების გარდა, ის რომ აიძულოს ივანიშვილის რეჟიმი წავიდეს დათმობებზე, ერთადერთი ბერკეტი არის-სანქციები, პირადი ფინანსები ივანიშვილის, რომელიც არის მნიშვნელოვანი და ამას ყველა ინტერვიუში ამბობს, ამიტომ ივანიშვილის მომხრე ბიზნესები, პროპაგანდისტული არხები, რომლებიც არიან მაგალითად; ბრიტანეთში დარეგისტრირებული და ის ბიზნესები, რომლებიც ასევე ივანიშვილს აქვს ბრიტანეთში, ეს სანქციები მათ- ივანიშვილის რეჟიმს შეასუსტებს“, - აღნიშნა გიორგი ბუტიკაშვილმა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი საქართველოში კონკრეტული მესიჯით ჩამოვიდა - ბრიუესლი არ შეეგუება იმას, რაც ახლა საქართველოში ხდება.
მანამდე გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ფოტოები პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. საუბრის თემა, სავარაუდოდ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იყო.
მსგავსი სიახლეები

"პირველებმა" აღდგომის ღამეს მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია - რა მოხდა გველეთში?
47 წლის გია ხაიკაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები, ნიკა და პაატა ქუშაშვილები პოლიციამ 2 დღიანი ძებნის შემდეგ, ნაქირავებ ბინაში დააკავა - დანაშაულის იარაღი ამოღებული არ არის.