არალეგიტიმური "ოცნება" საქართველოს იზოლაციისკენ მიაქანებს - ლანდსბერგისის ექსკლუზიური ინტერვიუ "პირველებთან"

18.03.25 20:29
არალეგიტიმური "ოცნება" საქართველოს იზოლაციისკენ მიაქანებს - ლანდსბერგისის ექსკლუზიური ინტერვიუ "პირველებთან"

 

 

საქართველოში არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრი "პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს. გაბრიელიუს ლანდსბერგისი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნება" ქართველ ხალხს მომავალს ჰპარავს და ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს. 

ლანდსბერგისი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც ხალხის დაშინებას და მათ გაჩუმებას ცდილობს, ევროპამ შეზღუდვები უნდა დაუწესოს. 

არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი, ეს აშკარააა. მათ ის გააყალბეს, რატომ? იმიტომ, რომ ფიქრობენ, რომ თავს დაიძვრენენ. იციან, რასაც აკეთებენ. ისინი ხალხს ქვეყანას ჰპარავენ და ფიქრობენ, რომ ეს გამოუვათ. იმედი აქვთ, რომ ხალხი დაიღლება. ფიქრობენ, რომ თუ ხალხის პროტესტს პარლამენტის წინ დიდად აღარ შეეწინააღმდეგებიან, დააკავებენ, შეაშინებენ და მათ პროტესტის უფლებას შეუზღუდავენ, ეს ყველაფერი მალე დასრულდება. მათ უფრო დიდი მოთბინება აქვთ, ვიდრე ხალხს ქუჩაში. ეს არის მათი სტრატეგია, მარტივი სტრატეგია. ჩემი მესიჯი ხალხისთვის არის ის, რომ ეს არ უნდა დასრულდეს, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს. 
 

აშკარაა, რომ ამ მთავრობას ლეგიტიმაცია არ აქვს. ეს კარგად ჩანს, იმაში, რამდენად სასოწარკვეთილები არიან: ცდილობენ ვიღაცისგან ხელის ჩამორთმევა მიიღონ, ვინმეს მაინც შეხვდნენ, ევროპაში ვერავის ხვდებიან, ორბანის გარდა, რომელიც პროდასავლური ორიენტაციის არაა. მხოლოდ ესეც კი აჩვენებს, რომ ეს მთავრობა ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს, ეს კი ქვეყნითვის უდიდესი პრობლემაა. ნებისმიერი ინვესტორი, რომელიც ევროპიდან მოდის, კარგად უნდა დაფიქრდეს, არის თუ არა საქართველო უსაფრთხო ქვეყანა, სადაც ინვესტირება შეიძლება, როგორია ქვეყნის მომვალი, როგორი მთავრობა ჰყავს, როგორია მისი კავშირები დასავლეთთან. მათ უდიდესი პრობლემები აქვთ. მჯერა, რომ ევროპას მეტის გაკეთება შეუძლია, დაიკავოს ძლიერი პოზიციები, დააწესოს შეზღუდვები და ხალხს დაეხმარონ, - ამბობს ლანდსბერგისი. 

მსგავსი სიახლეები