იმედი მაქვს, რომ "ოცნების" წინააღმდეგ ლიეტუვას სანქციებს EU-ს სხვა წევრი ქვეყნებიც გაიზიარებენ - ლანდსბერგისი

18.03.25 20:35
იმედი მაქვს, რომ "ოცნების" წინააღმდეგ ლიეტუვას სანქციებს EU-ს სხვა წევრი ქვეყნებიც გაიზიარებენ - ლანდსბერგისი

 

 

ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ "ოცნების" წინააღმდეგ ლიეტუვის მიერ დაწესებულ სანქციებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან. ამის შესახებ გაბრიელიუს ლანდსბერგისმა "პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

ევროპელი ყოფილი მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ ქართველმა ხალხმა არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტი არ უნდა შეწყვიტოს და არ უნდა გაჩუმდეს. მისი თქმით, "დღე, როცა სიჩუმე ჩამოწვება, იქნება უკანასკნელი დღე".

გაბრიელიუს ლანდსბერგისი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოლიგარქიულ რეჟიმებს არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ფული ევროპაში ხარჯონ და ამის მექანიზმი სწორედ სანქციებია. 

იმედი მაქვს, რომ ლიეტუვას, რომელიც პირველი იყო, რომელმაც სანქციები დააწესა, რაც ძირითად სიმბოლურია და სავიზო აკრძალვებს ეხება რეჟიმის წევრებისთვის, ამ გადაწყვეტილებას სხვებიც, წევრი სახელმწიფოები, მაგალითად მიიღებენ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა ევროპისგან, მეგობრებისგან, სამართლიანი მიდგომა მოითხოვონ. იქ არიან ადამიანები, რომლებიც ქართველი ხალხის გაჩუმებას ელოდებიან, რადგან თუ საქართველო გაჩუმდება, მაშინ საქართველო პრობლემა აღარ იქნება მათთვის. საქართველო არ უნდა გაჩუმდეს, რადგან დღე, როცა სიჩუმე ჩამოწვება, იქნება უკანასკნელი დღე. 
 

ეს ახალი ავტოკრატიულ რეჟიმები ძალიან ჰგვანან ოლიგარქიებს. როცა დიდი ფული გადახლართულია მთავრობათან და მათ გადაწყვეტილებებთან. ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება, ამას არაერთ ქვეყანაში ვხედავთ. აქ მთავარი მესიჯი ისაა, რომ შენ შეიძლება ქვეყანაში ოლიგარქიია შექმნა, მაგრამ არ უნდა გქონდეს შესაძლებლობა, შენი ფული ევროპაში დახარჯო, რადგან ეს ევროპასაც ითხრევს კორუფციაში. ჩვენ ეს უნდა შევზღუდოთ და სანქციები სწორედ ერთ-ერთი მექანიზმია.

ლიეტუვა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს წევრ სახელმწიფობთან, რომ გაიზიარონ სანქციების პოლიტიკა. ეს მუდმივი პროცესია. ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები იზიარებენ გეოპოლიტიკურ გაგებას და სტრატეგიულ აზროვნებას საფრთხეებთან დაკავშირებით. მარტივად აანალიზებენ, რა მიმართულებით შეიძლება, შეიცვალოს მდგომარეობა,  მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა შევწყვიტოთ მუშაობა ისეთ ქვეყანასთან, როგორიც გერმანიაა. მჯერა, რომ ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ აჩვენებს უფრო ძლიერ პოზიციას ევროპაში და ეს პოტენციურად ეხება საქარათველოსაც, - ამბობს ლანდსბერგისი. 

მსგავსი სიახლეები