ნიკა გვარამია ასახელებს, რა უთხრეს სინდისის პატიმრის მშობლებმა გაერთიანებულ ოპოზიციას შეხვედრაზე

18.03.25 23:18
ნიკა გვარამია ასახელებს, რა უთხრეს სინდისის პატიმრის მშობლებმა გაერთიანებულ ოპოზიციას შეხვედრაზე

რა უთხრეს სინდისის პატიმრის მშობლებმა გაერთიანებულ ოპოზიციას შეხვედრაზე- კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამია ამბობს, რომ მათ ჰქონდათ ორი ძირითადი თხოვნა-პირველი: ნუ ივაჭრებთ ჩვენი შვილებით და მეორე: არ გავიდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

როგორც გვარამიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება მაშინ,როცა მშობლები გეუბნება, რომ “ივანიშვილი გაუშვი და ჩემი შვილი მერე გამოვა“

პირველი რაც გვითხრეს შეხვედრაზე იყო, ნუ ივაჭრებთ ჩვენი შვილებით, არ გვაინტერესებს, საქართველოდან ივანიშვილი უნდა წავიდეს. ამის შემდეგ ჩემთვის ყვეალფერი მეორეხარისხოვანია, როცა მშობლები გეუბნებიან შვილებზე, რომ “ივანიშვილი გაუშვი და ჩემი შვილი მერე გამოვა“. ასევე მეორე- გვითხრეს, რომ არ გავიდეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

მსგავსი სიახლეები