მარტო იმიტომ, რომ მერობის ყველზე მაგარი კანდიდატი გვყავს, თვითმმართველობის არჩევნებზე არ გავალთ-გვარამია
მარტო იმიტომ, რომ მერობის მთავარი ფალავანი გვყავს ოპოზიციის ფლანგზე, ჩვენ არჩევნებზე არ გავალთ, - ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის “ლიდერმა, ნიკა გვარამიამ “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, კოალიცია არჩევნებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გავა, როცა იქნება “ახალი საპარლამენტო არჩევნები და ახალი ადმინისტრაცია“.
არავითარი ახალი არჩევნები, არავითარი მოლაპარაკებები, გარდა იმ ვითარებისა, როდესაც „ქოცები“ ნიშნავენ ახალ არჩევნებს, ახალი ადმინისტრაციით. მე წავალ ამაზე ერთადერთ შემთხვევაში, თუ გარანტიას დავიანხავ, რომ ნიკა მელია მოიგებს მერის არჩევნებს, ადგილობრივს და საპარლამენტო არჩევნებს კი გაერთიანებული ოპოზიცია, ჩემ კოალიციას რომ მერობის კანდიდატი ჰყავს, ასეთი არავის ჰყავს, მაგრამ ჩვენ ვამბობთ პირველები, არავითარ შემთხვევაში არ გავა, მარტო იმიტომ, რომ ყველზე მაგარი კანდიდატი გვყავს. მარტო იმიტომ, რომ მთავარი ფალავანი გვყავს ოპოზიციის ფლანგზე, ჩვენ არჩევნებზე არ გავალთ. ჩვენ არჩევნებზე გავალთ მაშინ, როცა იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, ახალი ადმინისტრაცია“, - განაცხადა გვარამიამ.
მისივე თქმით, რეჟიმი უნდა “ვარყიოთ, რომ ის წავიდეს“, მარტო აქციებით კი ეს არ გამოვა.