საქართველო როგორ ითმენს ამას, რომ მაჩანჩალა ქვეყნად უნდა გადაიქცეს-ფიქრია ჩიხრაძე

19.03.25 00:06
საქართველო როგორ ითმენს ამას, რომ მაჩანჩალა ქვეყნად უნდა გადაიქცეს-ფიქრია ჩიხრაძე

საქართველო როგორ ითმენს ამას, რომ ახლა მაჩანჩალა ქვეყნად უნდა გადავიქცეთ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ ასეთ პირობებში შეუძლია ძაუალუფლების შენარჩუნება, - ამის შესახებ კოალიცია“ ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

ჩიხრაძე ქვეყანაში კრიზისი განმუხტვის გზებსაც ასახელებს და აცხადებს, რომ ეს მხოლოდ ახალი არჩევნებით და პოლიტპატიმრების გათავისუფლებით იქნებ შესაძლებელი.

ქვეყანაში კრიზისი განმუხტვის გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩვენები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ძალიან სწრაფად  და შეუქცევადად, ნაბიჯების გადადგმა წინ. აგერ ჩვენი მეზობელი სომხეთი, რაღაც ნაბიჯებს დგამს და მისასალმებელია, მაგრამ ჩვენ უკან ვდგამთ ამ ნაბიჯებს, საქართველო როგორ ითმენს ამას, ჩვენ ქვეყანა ამაყი, რომელსაც უყვარს, რომ სულ წინ ვართ, ახლა მაჩანჩალა ქვეყნად უნდა გადავიქცეთ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ ასეთ პირობებში შეუძლია ძალაუფლების შენარჩუნება, - განაცხადა ჩიხრაძემ.

მსგავსი სიახლეები