ადგილობრივი არჩევნების თემა შემოაგდო „ოცნებამ“, რადგან მიხვდნენ, რომ ვერ უმკლავდებიან ამ პროცესს-ჩიხრაძე
ადგილობრივი არჩევნების თემა შემოაგდო „ოცნებამ“, რადგან მიხვდნენ, რომ ვერ უმკლავდებიან ამ პროცესს, - ამის შესახებ კოალიცია“ ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ თემაზე საერთოდ არ უნდა ხდებოდეს საუბარი, რადგან “ამ თემაში შეყოლა, “ოცნების“ დღის წესრიგის განხორციელებას ნიშნავს.“
ადგილობრივი არჩევნების თემა შემოაგდო „ოცნებამ“, ვინმე ფიქრობს, რომ ისინი თემას ისე აგდებენ, რომ ამაზე არ ფიქრობენ? ისინი როცა მიხვდნენ, რომ ვერ უმკლავდებიან ამ პროცესს, უცბად შემოაგდეს, რომელიც კალენდარულად არის სადღაც შემოდგომაზე, რა დროს ადგილობრივ არჩვნებზეა საუბარი დღეს, მაგრამ შემოაგდეს და წაყვა საზოგადოება. ამ თემაზე საერთოდ არ უნდა ვისაუბროთ. ამ თემაში შეყოლა “ოცნების“ დღის წესრიგის განხორციელებას ნიშნავს. ევროსაბჭოს კონგრესმა გვითხრა, რომ დაივიწყეთ ადგილობრივი არჩევნები, რადგან ეს კრიზისს ეს ვერ განმუხტავსო და რეკომენდაცია მოგვცეს, იქნებ გადადოთ ეს არჩევნებიო და ჩვენ რატო ვიწყებთ ამაზე ლაპარაკს. ჩვენ როცა ახალ არჩევნებს მოვიპოვებთ, მაშინ დავიწყებთ ჩვენს კანდიდატურაზეც და პოლიტიკური დღის წესრიგს შესახებაც ლაპარაკს. დღეს სხვა ამოცანებია წინა პლანზე და ყველას ვთხოვ, ნუ შევალთ ამ თემებში“, - აღნიშნა ჩიხრაძემ.