ვარშალომიძე პუტინის მოთხოვნით დააკავეს - ხაბეიშვილი

19.03.25 11:35
ვარშალომიძე პუტინის მოთხოვნით დააკავეს - ხაბეიშვილი

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამბობს, ლევან ვარშალომიძის დაკავება საზღვარზე პუტინის მოთხოვნით მოხდა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ვარშალომიძე რუსეთის პრეზიდენტს მტრად მხოლოდ იმიტომ ჰყავს გამოცხადებული, რომ ის უკრაინაში კონკრეტულ საქმიანობას ეწევა და ქვეყნის პატიროტია.

ხაბეიშვილი იმედოვნებს, რომ ოპოზიცონერის რუსეთისთვის გადაცემა არ მოხდება, რადგან მას ოკუპანტ ქვეყანაში საფრთხე ემუქრება. 

ლევან ვარშალომიძის დაკავება მოხდა პუტინის რუსეთის მოთხოვნით საზღვარზე. გააჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინის რუსეთი ეძებს ლევან ვარშალომიძეს, რადგან ის, პირველ რიგში, არის საქართველოს პატრიოტი, ის კონკრეტულ საქმიანობას ეწევა უკრაინაში და იბრძვის უკრაინიდან ისე, როგორც მას ეს შეუძლია და შესაბამისად, ამიტომაც ჰყავს პუტინს ის მტრად გამოცხადებული. საბოლოო ჯამში, მე დარწმუნებული ვარ და მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მას არ გადასცემენ რუსეთს, რადგან მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ, რამდენიმე კვირაში ლევან ვარშალომიძე იქნება თავისუფალი.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა
 

“ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე დააკავეს.  ის ყაზახეთში იმ დროს დაკავეს, როდესაც აეროპორტის მეშვეობით საზღვარს კვეთდა. წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ლევან ვარშალომიძის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკრაინის ხელისუფლებასთან.

 

 

მსგავსი სიახლეები