"თვითმმართველობით არჩევნებში მონაწილეობა ქვეყნის ღალატია" - სინდისის პატიმრების მშობლები ოპოზიციას შეხვდნენ

19.03.25 12:36
"თვითმმართველობით არჩევნებში მონაწილეობა ქვეყნის ღალატია" - სინდისის პატიმრების მშობლები ოპოზიციას შეხვდნენ

სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ოპოზიციას მოუწოდებენ, არ მიიღონ მონაწილეობა თვითმართველობის არჩევნებში. ამ თემაზე საუბარი მათ შორის გუშინ შედგა.

სამი პოლიტიკური გაერთიანების ლიდერს დახურულ შეხვედრაზე პატიმრების მშობლებმა პოლიტიკური პროცესის გაძლიერება და ახალი არჩევნებისთვის ერთიანი ბრძოლა სთხოვეს. სინდისის პატიმრების მშობლები პირდაპირ ამბობენ, რომ ვიდრე ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება და უკანონოდ დაკავებულები არ გათავისუფლდებიან, "ოცნებას" ლეგიტიმაცია არავინ უნდა დაუშვას. 

ყველანი, საზოგადოებაც და ოპოზიციაც ვდგავართ ევროპული მომავლის სადარაჯოზე. ამიტომ, კოორდინაციაა უფრო მეტი საჭირო. საჭიროა, რომ ოპოზიცია წინ გაგვიძღვეს და ვიბრძოლოთ ერთად და არა დაქსაქსულად. იქ ლაპარაკია ადგილობრივ არჩევნებზე. ნიკა გვარამიას თქვა, რომ ცალსახად „არა“ და დანარჩენი ახლა ვნახოთ, ვინ როგორ იტყვის. ჩემი აზრით, თვითმმართველობით არჩევნებში მონაწილეობა, უბრალოდ, ქვეყნის ღალატია, - ამბობს ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე. 

სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის დედა ამბობს, რომ მნიშვნელოვანია იცოდნენ, ვიონ გეგმასვ თვითმმართველობის არჩევნებშ მონაწილეობის მირებას და ვინ არა, რადგან ოპოზიციასაც და სინდისის პატიმრების მშობლებსაც დასცინის. 

ვინ მიიღებს მონაწილეობას და ვინ არა, ვინ როგორ ფიქრობს, გვაინტერესებს, იმიტომ, რომ დაგვცინის „ოცნება“, რომ ყველა მიიღებს მონაწილეობას. დაგვცინიან დედებს, - ამბობს ზვიად ცეცხლაძის დედა. 

მშობლების მოთხოვნას სრულად იზიარებს კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ელენე ხოშტარია.  

ჩვენ გვაქვს ძლიან დეტალური საუბარი, თუ რას ვაკეთებთ ოპოზიცია პროტესტის გაძლიერებისთვის, რას ვაკეთებთ პოლიტიკური პროცესის გაძლიერებისთვის, რას ვაკეთებთ საერთაშორისო ასპარეზზე და ასევე ძალიან მკაფიო პოზიციაა იმასთან დაკავშირებით, რომ არცერთი ფორმით ამ ხელისუფლების ლეგიტიმაცია არ მოხდება, მათ შორის, არც ადგილობრივ თვითმმართველობით არჩევნებზე. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ მთავარ, ფუნდამენტურ საკითხებზე იყოს საერთო პოზიციები, - ამბობს ხოშტარია. 

პატიმრების ოჯახის წევრების მოთხოვნების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავაც. 

მათი მთავარი მოთხოვნა არის ერთი - არანაირ ადგილობრივ, თვითმართველობით არჩევნებში მონაწილეობის მიღება მათთვის არის ყოვლად დაუშვებელი და მეორე მოთხოვნა ასევე, რასაც ძალიან კატეგორიულად აყენებენ, არის ოპოზიციური ერთობა. ისინი ამბობენ, რომ კი არ იბრძვიან თავისი შვილების თავისუფლებისთვის, არამედ იბრძვიან თავიანთ შვილებთან ერთად ქვეყნის თავისუფლებისთვის და ძალიან კარგად ესმით, რომ ეს გადის სწორედ ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟზე და არა ივანიშვილის სხვადასხვა თამაშში შეყოლაზე ან მასთან რაიმე ვაჭრობის გამართვაზე. ძალიან პრინციპული და სწორი მოთხოვნები აქვთ, ჩემი აზრით, პატიმრების ოჯახებს და სწორედ პოლიტიკური სპექტრის ვალია, ეს მოთხოვნები გაითვალისწინონ, - ამბობს ბოკუჩავა.  

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ ახლა მთავარი მოთხოვებნიდან, რომელიც ახალ ეროვნულ არჩევნებს და პოლიპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს, ყურადღება არ უნდა იქნას გადატანილი. 

ჩვენ ვთქვით ერთი რამ, რომ ახლა მთავარია ეროვნული არჩევნების ჩანიშვნა. არ უნდა მივცეთ საშუალება „ქართულ ოცნებას“ და მის ფლობაში არსებულ მედიასაშუალებებს ყურადღება გადაიტანოს ეროვნული არჩევნებიდან და სინდისის პატიმრების გათავისუფლების თემიდან. ამის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებთან შეხცვედრას გახარიას გუნდის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილიც ესწრებოდა, თუმცა პარტია "საქართველოსთვის" მკაფიო პოზიცია ჯერჯერობით უნცობია. 

მსგავსი სიახლეები