სად არის ლევან ვარშალომიძე? - "ოცნებაში" განცხადებები კეთდება, ბოჭორიშვილის უწყება დუმს

19.03.25 14:33
სად არის ლევან ვარშალომიძე? - "ოცნებაში" განცხადებები კეთდება, ბოჭორიშვილის უწყება დუმს

სად არის ლევან ვარშალომიძე? - "ოცნებაში" პირველი განცხადებები კეთდება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ამ დრომდე დუმს.

"ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ "ნაცინალური მოძრაობის" მოქმედი წევრის, ბედი არ აღელვებს. 

"არც დავინტერესებულვარ და არც მაინტერესებს" - ასე პასუხობს ირაკლი ზარქუა ვარშალომიძის საქმის შესახებ დასმულ კითხვას. 

თენგიზ შარმანაშვილის თქმით, კი საქართველოს საკონსულო ყაზახეთში ამ საკითხზე მუშაობს. 

რაც შეეხება იმას, რომ ჩვენი მოქალაქის საკითხები უნდა მოიკითხოს თუ არა სახელმწიფომ, რა თქმა უნდა უნდა მოიკითხოს და ჩვენ ამას მოვიკითხავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საკონსულო დაწესებულება ყაზახეთში, შესაბამის ნაბიჯებს დგამს.

"ოცნების" სხვა ლიდერებს  აღნიშნულ საკითხზე განცხადება არ გაუკეთებიათ.

“ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე დააკავეს.  ის ყაზახეთში იმ დროს დაკავეს, როდესაც აეროპორტის მეშვეობით საზღვარს კვეთდა. წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ლევან ვარშალომიძის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკრაინის ხელისუფლებასთან.

ლევან ვარშალომიძის უკანონო პატიმრობიდან 24 საათზე მეტი გავიდა, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია. არადა, ოპოზიციის ცნობით, საქართველოს მოქალაქეს რუსეთში ექსტრადაცია ემუქრება და ის ყაზახეთის გადაწყვეტილების მოლოდინშია.

მსგავსი სიახლეები