ნიკა გილაური: ფონდების ანგარიშების დაყადაღება სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე სრული ფარსია
"ფონდების ანგარიშების დაყადაღება სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე არის სრული ფარსი" - ამის შესახებ prosperitygeorgia.org.-ის ხელმძღვანელი, ნიკა გილაური სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დაზარალებულთა მხარდაჭერა დანაშაული არ არის:
"ფონდების ანგარიშების დაყადაღება სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე არის სრული ფარსი.
დაზარალებულთა მხარდაჭერა დანაშაული არ არის – ეს არის მოვალეობა ყველა იმ ადამიანის, ვისაც სჯერა ქვეყნის გადარჩენის და მისი ევროპული მომავლის.
ეს ფონდები ბიზნესისა და მოქალაქეების შემოწირულობებით ეხმარებიან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლებს, უსამართლოდ დაჯარიმებულ და ნაცემ ადამიანებს, ფარავენ მათი მკურნალობისა და წამლის ხარჯებს, თანადგომას უწევენ დაპატიმრებულთა ოჯახებს.
როდესაც სიკეთის კეთებას აიგივებ დანაშაულთან, როდესაც დახმარების ხელის გაწვდენას გაჭირვებულისთვის ასაღებ ქვეყნის მტრობად - საზოგადოების ერთიანობა და ერთმანეთის გვერდში დგომა ხდება უფრო და უფრო ძლიერი!
საქართველოში სიკეთის კეთება, გასაჭირში მყოფთა გვერდში დგომა, უსამართლოდ დაჩაგრულთა დახმარება ვერ აიკრძალება!" წერს ნიკა გილაური.
შეგახსენებთ, ხუთ დაყადაღებულ ფონდს შორისაა, გიალურის ფონდიც - prosperitygeorgia.org.