სასამართლოში ლანა გალდავას საქმის განხილვა მიმდინარეობს

19.03.25 17:30
 სასამართლოში ლანა გალდავას საქმის განხილვა მიმდინარეობს

ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში მოსამართლე მანუჩარ ცაუა "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ლანა გალდავას საქმეს იხილავს - ოპოზიციონერ პოლიტიკოსს რეჟიმი 20 იანვრის აქციაზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. 

გალდავა საქმის აბსურდულობაზე საუბრობს და ამბობს, რომ იმ მომენტში, როდესაც რუსთაველის გამზირზე გზა გადაიკეტა, იქ საერთოდ არ იმყოფებოდა. 

დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღეს ვიმყოფებოდი რესპუბლიკის მოედანზე, მქვს ამის მტკიცებულებები, ასევე ჩემს გვერდზე არის განთავსებული უწყვეტი ლაივის ვიდეო. ამის შემდეგ რუსთაველის გამზირზე ტელევიზიებთან ჩართვაზე ვდგავარ, ამიტომაც აბსოლუტური აბსურდია, რასაც მედავებიან", - ამბობს ლანა გალდავა. 

 

მსგავსი სიახლეები